ქართული ბამბუკი

 
მთაბამბო

ჩვენ შესახებ

კომპანია „მთაბამბო“ დაარსდა 2018 წლის დეკემბერში და მისი დაარსების მიზანი
იყო ქართული ბამბუკის ინდუსტრიის განვითარება,რაც მოიცავს რესურსების
კვლევა-გაშენებას, სამშენებლო მასალის, მოსაპირკეთებელი და ავეჯის
პროდუქციის წარმოებას. ჩვენი ტექნოლოგიური ხაზი და საამქრო
განთავსებულია ქუთაისის მიმდებარეთ სოფელ ფარცხანაყანევში.
რადგანაც ბამბუკის ტექნოლოგია ჩვენთან არ არის ისე განვითარებული როგორც
აზიურ ქვეყნებში, სადაც ბამბუკთან ურთიერთობის კულტურა  საუკუნეებს
ითვლის,კომპანია მთაბამბო  ექსპორტისა და კონკურენციის  კუთხით უფრო
ორიენტირებულია ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, ევროპამ კი
ბოლო ათეულ წლებში დიდი წვლილი შეიტანა ბამბუკის ტექნოლოგიაში,
წარმოების სტანდარტებსა და ISO-ს შესაბამისობის სერთიფიცირებაში. ამ
მიმართულებით  ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა გაიზიაროს და შეიძინოს ის
გამოცდილებები  და ტექნოლოგიები, რომლებიც  ქართული ბამბუკის ინდუსტრიის
განვითარებას მიესადაგება.
” მთაბამბომ“ სტარტაპიდან-წარმოებამდე საკუთარი და თბს-ი ბანკის მხარდაჭერით
ნახევარ მილიონზე მეტი ფინანსები მოიზიდა. შემდგომი ეტაპი, რაც   გულისხმობს
ტექნოლოგიური სიმძლავეების გაზრდას დაგეგმილია 2022 წლის შემდეგ,
ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საინიციატივო ჯგუფთან ერთად
დამუშავდება პროექტი,რომლის სავარაუდო ღირებულება 3500 000 ლარს შეადგენს.

ასევე ჩვენივე ინიციატივით დაარსდა კომპანია „ჯეორჯიან ბამბუ“ რომელიც იქნება კოალიცია,სადაც შეეძლებათ გაერთიანება პროფესიონალებს, ინვესტორებს, ახალგაზრდა არქიტექტორებს, დიზაინერ-კონსტრუქტორებს და ასებე მარკეტოლოგებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ასევე უცხო ქვეყნებიდან რომლებიც მობილურად და კრეატიულად გადაწყვეტენ ისეთ საკითხებს როგორი ამოცანაც დგას ქართული ბამბუკის ინდუსტრიის განვითარებაში, რაც გაგვიადვილებს საერთო ინტერესების გამონახვას როგორც კომპანიებთან ასევე  სხვა დაინტერესებულ პირებთან.

https://mtabamboo.ge/wp-content/uploads/2020/10/BAMBO-LOGO3.png
bt_bb_section_bottom_section_coverage_image
კონტაქტი

ველით თქვენს
კითხვებს

მისამართი
თბილისი
ელ-ფოსტა
info@mtabamboo.ge
ტელეფინო
+995 555 50 16 40
bt_bb_section_bottom_section_coverage_image

Copyright © 2020, MtaBamboo | Created by  INFINITY.GE.

Copyright © 2020, MtaBamboo | Created by  INFINITY.GE.